შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22632 
 16 მაისი 2019
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს.„ვერტმფრენის საჭიროება აღარ არის. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე ვტოვებთ სახანძრო–სამშველო ძალების მეხანძრე მაშველებს იქამდე, ვიდრე საბოლოდ არ აღმოიფხვრება ხანძრის საშიშროება“, – განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრე ქუჯაიძე.მისი თქმით, მეხანძრე–მაშველებთან ერთად ბორჯომის ხეობაში დარჩებიან მეტყევეებიც.ბორჯომის ხეობაში ხანძარი ორ ლოკაციაზე გუშინ, 15 მაისს დაახლოებით 14:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ერთი ვერტმფრენი, რომელმაც 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა. ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხერხდა. დაიწვა 2.5 ჰექტარი ტყის მასივი. [ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება