შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება ნგრევის ინდიკატორი იქნება"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38341 
 16 მაისი 2019

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა.

მისივე განცხადებით, ზუგდიდში მანანა არჩვაძის გაგზავნა ივანიშვილის მიერ დაშვებული კიდევ ერთი შეცდომაა.

„ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი. სრულიად მკაფიოა, რომ ხელისუფლებას სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა. ამიტომაც არის მანანა არჩვაძე ზუგდიდში გაგზავნილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს და მის მრჩევლებს მორიგი შეცდომა მოუვიდათ და კმაყოფილი ვარ ამით. მანანა არჩვაძე არის ნეგატივი და არა პოზიტივი ზვიადისტების დიდი ნაწილისთვისაც კი. ამიტომ მისი გამოჩენა ზუგდიდში არ არის სანდრასთვის საშიში, იქნებ პირიქითაც კი არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისი შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების დასასრული დაიწყო. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, დასრულდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას.

„არსებითია ის, რომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. მეორე ეტაპი არის შუალედური არჩევნები. სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ ყველა ოლქში ოპოზიციონერები არიან კონკურენტუნარიანები. ზესტაფონში დომინანტია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე, ჭიათურაში ბევრი ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დათო ჭუმბურიძეს, ასევე, ორი კონკურენტუნარიანი ოპოზიციონერი კანდიდატია მარნეულში. მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის პროცესი. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას. ასე აღარ არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

გურიის რესპუბლიკა