შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მევენახეთა პირველი კონფერენცია ამბასადორში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30731 
 18 მაისი 2019
კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ მევენახეთა კონფერენცია ჩატარდა, რომლის მთავარი თემა მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო.



გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება.
„მსგავსი ღონისძიება ფაქტობრივად, პირველად ტარდება საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონფერენციით ჩვენ ვქმნით ახალ პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება, მევენახეების აქტიური ჩართულობით წარმოდგენილი იყოს ის პრობლემატური საკითხები, რასთანაც მათ უხდებათ ბრძოლა. შესაბამისად, ვიმსჯელებთ თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემური საკითხების მოგვარების გზები გამოიძებნოს.“

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის თქმით, მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვანია, ამ დარგში დაგროვილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.
„ამ სფეროს განვითარებასთან ერთად ახალი საჭიროებები ჩნდება, რაც უკვე დრომ მოიტანა და აუცილებელია, რომ მევენახეების ასეთი ხშირი შეხვედრები შედგეს. დაგროვილია გარკვეული საკითხები და სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, ჩვენი წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით, შევძლებთ ცოდნა და გამოცდილება გადავცეთ მევენახეებს. ბოლო წლების განმავლობაში, მიმდინარეობს ძველი ქართული ჯიშების აღდგენა. უამრავი ჯიშია, რომლის პოტენციალი ჯერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და მისი შედეგები ჩვენთვის უცნობია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასეთი ჯიშების გამრავლება, გამოცდა და შემდეგ უკვე დაინტერესებულ მევენახეებზე გადაცემა.“

მარან „ველისციხურის“ მფლობელის მაია არუთინოვის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, როგორც მევენახეებისთვის, ასევე ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვისაც.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უპრეცენდენტო კონფერენცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. ჩვენ, მევენახეები თუ ტურიზმში ახალფეხადგმული ადამიანები მოკლებული ვართ მსგავსი ტიპის შეხვედრებს. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ მაგალითად, თუ როგორ უნდა განვითარდეს მევენახეობა, ან სხვადასხვა კულტურული ჯიშები. რაც მთავარია, ამ სფეროს განვითარება, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასაც, რადგან ეს ერთმანეთზე მიბმული დარგებია. “

ღონისძიება, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება