შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბერძნეთში მოკლული ქუთაისელი ქეთი სუთიძე ძალადობის მსხვერპლი იყო

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 18 მაისი 2019

სა­ბერ­ძნეთ­ში 29 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, 32 წლის შალ­ვა ქა­თა­მა­ძე უკვე და­აკ­ვა.

ქეთი სუ­თი­ძე სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებ­მა ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 15 მა­ისს იპოვეს. მას ყელ­ზე ნაჭ­დე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ქამ­რით არის გა­გუ­დუ­ლი, ნივთმტკი­ცე­ბა სა­წო­ლის ქვეშ იპო­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძებ­ნა ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყეს. მას ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს მე­უღ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბათ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­თი­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი წერს, რომ შალ­ვა ქა­თა­მა­ძე მე­უღ­ლე­ზე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­და. ქეთი სუ­თი­ძე კი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს ოჯახს უმა­ლავ­და.

"ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს ელო­დე­ბი­ან. ადრე არ ჰყვე­ბო­და, არა­ვინ იცო­და, რა ხდე­ბო­და ოჯახ­ში და ვე­რა­ვინ ატყობ­და. ამ ბოლო დროს გვიყ­ვე­ბო­და, ქორ­წი­ლის წინა დღე­ს, 7 თვის ფეხ­მძი­მე იყო, მა­ში­ნაც მაგ­რად უცე­მია. მის ტყუ­პის ცალს არა­ფერს უმ­ხელ­და, სა­ნამ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­ექ­მნა. უკან ვერ გაბ­რუნ­და ბავ­შვე­ბის გა­რე­შე. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია მათ და­ტო­ვე­ბა­სო და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა. ერთი წლის და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მა­ინც ცე­მა­ში ჰყავ­და. უვარ­დე­ბო­და სახ­ლში, ქუ­ჩა­შიც ხვდე­ბო­და და შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­დი­ო­და, ადას­ტუ­რე­ბენ ბერ­ძნე­ბიც" -აცხა­დებს გარდაცვილის ახლობელი.

მისი თქმით, ბავ­შვე­ბი მა­მის თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოჰ­ყავ­და, ამი­ტომ წა­მოს­ვლას ვერც ქეთი ახერ­ხებ­და. ამ­ჟა­მად ოჯა­ხი აპი­რებს, ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნოს და მე­ურ­ვე­ო­ბა მათ მი­ი­ღონ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი შალ­ვა ქა­თა­მა­ძე ამ დრო­ის­თვის ბრალს არ აღი­ა­რებს. ქეთი სუ­თი­ძეს ბავ­შვე­ბი - 6 წლის გოგო და 12 წლის ბიჭი დარ­ჩა, რომ­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის მა­მი­დას­თან ცხოვ­რო­ბენ.

გარ­დაც­ვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 მა­ისს გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია