შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38366 
 17 მაისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის 21 მაისს – 09:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (registration.emis.ge) და დასრულდება 8 ივნისს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტარცია დასრულდება 12 ივნისს.

2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია