შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერ-მინისტრი "იპსოსის" კვლევის შედეგებს დეზინფორმაციას უწოდებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38367 
 17 მაისი 2019

პრემიერ-მინისტრს არ სჯერა  კვლევისშედეგების, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" ხმას 25%, 18% კი "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა. 

მამუკა ბახტაძის აზრით, კვლევები წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და  დისონანსის შეტანას ემსახურება.

„2012 წლიდან დაწყებული მე ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და Fake ნიუსებით აქვთ მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ რაღაც დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ - განაცხადა ბახტაძემ.

კვლევების მიხედვით მამუკა ბახტაძეს გავლენიან პოლიტიკოსად მხოლოდ 23% მიიჩნევს. 
მას წინ უსწრებს შს მინისტრი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 28 %-ის აზრით გავლენებით სარგებლობს.

კვლევა ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის 
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება