შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცები" ნერვებს უშლიან მშვიდობიან ქოც მოქალაქეებს, ზოგჯერ არაქოცებსაც"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38380 
 18 მაისი 2019

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ მმართველი პარტიის ყველაზე დიდი შეცდომა "ნაციონალებთან" კოჰაბიტაცია იყო, რაც უნდა დასრულდეს, "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა: 

"ალბათ ჯობდა "კოხაბიტაცია" ეთქვა და არა კოჰაბიტაცია.

იმიტომ რომ კოჰაბიტაცია ნიშნავს არა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების თანაარსებობას, არამედ მათ თანაარსებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპრეზიდენტო რესპუბლიკის დროს. კერძოდ, კოჰაბიტაციაა, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს პრეზიდენტი, ხოლო მისი საპარლამენტო უმრავლესობა და პრემიერი კი მის ოპოზიციას.

აქედან გამომდინარე, კოჰაბიტაცია იყო არა ვინმეს არჩევანი, არამედ 2012 წლის არჩევნების შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც დასრულდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხოლო 2014-იდან მოყოლებული, როცა მერიებიც და საკრებულოებიც ოცნების ხელში გადავიდა ყოველგვარ კოჰაბიტაციაზე და ხელისუფლებაში თანაარსებობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

მაგრამ აქ, როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, იგულისხმება "კოხაბიტაცია", რაც არა მარტო ზემოხსენებული ფრანგული ტერმინის ქართული ხალხური მოთარგმანებაა რუსულ-საბჭოური აქცენტებით (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტილშიც უკეთ ზის), არამედ პრინციპულად სხვა რამეა. კერძოდ. აქ იგულისხმება ნაცმოძრაობის არსებობა, რომელიც გაიგივებულია მის "გაგულავებასთან", რაც, თავის მხრივ, გამოიხატება იმაში, რომ ნაცები არიან პარლამენტში, საკრებულოებში, მონაწილეობენ არჩევნებში, გამოდიან ტელევიზიებში, აგინებენ ხელისუფლებას და ნერვებს უშლიან მშვიდობიან ქოც მოქალაქეებს, ზოგჯერ არაქოცებსაც. 

ამიტომ ჩემის აზრით გაცილებით უფრო ადეკვატური იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილს ამ ფრანციცული ტერმინების ნაცვლად გაეხსენებინა კლასიკა და მშობლიურ კახურად ეთქვა: "ნაცებს რომ მოვუდღან დედის ტ..კი თქო, უთხარი და გათავდება ყველაფერი! ეგ არაგარეწარი ხალხი!"

აბა რა! თან ისიც ხომ ყველამ ვიცით, რომ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი სწორედ ამას გულისხმობდა და სწორედ ასე"?-წერს ზურაბიშვილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

სტიქია ლანჩხუთში

საზოგადოება
გურიის მოამბე

ალილო ოზურგეთში