შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში კულტურის სამსახურის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38376 
 17 მაისი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ოჯახის სიმტკიცის დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ოჯახებით დაესწრნენ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სასულირო პირები და მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე კონკურსს „ჩემი ოჯახის“ მონაწილე სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ოჯახის სიმტკიცის დღე მუსიკალურად ანსამბლმა "რეხეულმა" გააფორმა.
„ცხოვრების მთავარი აზრი ოჯახი და ოჯახური კეთილდღეობაა. მეუღლეებს შორის პატივისცემა, შვილების მშობლებისადმი მოკრძალება ოჯახურ ერთობას განაპირობებს. ეს ერთობა განსაკუთრებულად მრავალშვილიან ოჯახებში იგრძნობა. მე ოთხი შვილის მამა და ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ, ეს მაძლევს ყველა სირთულის დაძლევის ძალას, გილოცავთ ამ დღეს და შვილთა სიმრავლეს გისურვებთ,“ - აღნიშნა მერმა.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2014 წლის 11 მაისს დააწესა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა