შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22644 
 17 მაისი 2019
საპატრიარქოს ორგანიზებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, 17:00 საათზე დაიწყება.ახალციხიდან მრევლი და სასულიერო პირები უკვე გაემგზავრნენ თბილისში.„ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული და ვცდილობთ, ანთებული გულებით მივიდეთ და შევუერთდეთ მხიარულებას“, - ამბობს ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ აბრამიშვილი.მსვლელობა კონცერტით დასრულდება, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება."აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი",– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე თავისი საერთაშორისო მნიშვნელობით, პირველად 2011 წელს აღინიშნა და მას შემდეგ არცერთ აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე მწვავე, 2013 წელი იყო, როდესაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ადამიანებს სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ შეკრებასა და მანიფესტაციაში შეუშალა ხელი. 2014 წლის 11 მაისს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა, რომ 17 მაისს ეკლესია "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღეს" აღნიშნავს. ამის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია