შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

12 საათის მონაცემებით, პანკისში ამომრჩეველთა აქტივობა 18%-ია, ხოლო უჯარმაში – 35%

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38978 
 19 მაისი 2019

საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ.

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, სოფელ უჯარმაში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 163-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ხმების საერთო რაოდენობის 35,75 %-ს შეადგენს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალაწანსა და ომალოში ხმა 225-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18,44 %-ია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალაწანისა და ომალოს მოსახლეობა წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს.

სოფელ ხალაწანსა და ომალოში 1220 და უჯარმაში კი 456 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სოფელ უჯარმის მაჟორატარი დეპუტატობის თანამდებობა 12 კანდიდატს სურს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მანდატისთვის 11 პრეტენდენტი იბრძვის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია