შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერის განცხადებით, სეტყვამ გურჯაანი უმნიშვნელოდ დააზარალა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30734 
 20 მაისი 2019
წუხელ მოსულმა სეტყვამ ჩუმლაყისა და გურჯაანის ნაკვეთები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ზარალი უმნიშვნელოა.


„მთელი ღამე ვამოწმებდით სტიქიის შედეგებს. ვეჯინში ეკლესიასთან ცენტრალურ გზაზე ხე იყო წაქცეული, სამაშველომ კარგად იმუშავა და მალევე მოხდა გზის გათავისუფლება. ასევე ვეჯინში დაზიანდა გაზის ცენტრალური მილი და ხდება მისი შეკეთება, რაც შეეხება სავარგულებს გადარჩენილები ვართ. ძირითადად დასეტყვილია ჩუმლაყი და გურჯაანი, არხის ზემოდან მდებარე ტერიტორიები.დაახლოებით 10%-ზეა საუბარი. მნიშვნელოვანი არაფერია.“

მისივე თქმით, ამჟამად კვლავაც მიმდინარეობს ნაკვეთების დათვალიერება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია