შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო ზარი ბათუმის საჯარო სკოლებში [ფოტო]

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 20 მაისი 2019
დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. გოგონებმა და ბიჭებმა, ტრადიციულად, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს ერთმანეთს. მოზარდები ერთმანეთს სკოლის დასრულებას ულოცავდნენ. სახესა და ხელებზე გულებმიხატული მოზარდები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ სკოლის დასრულება უხარიათ, თუმცა, წლების შემდეგ, აქ გატარებული დღეები ალბათ მოენატრებათ. ბოლო ზარი ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში.ფოტო: მარიამ დუმბაძის მე-16 სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ბიბინეიშვილი: ეს დღეები ცოტა დაძაბულია, რადგან წინ გამოცდები გველოდება. იმედია, წარმატებით ჩავაბარებთ. ყველა მე-12- კლასელს ვუსურვებ წარმატებას“. ბოლო ზარი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ამავე სკოლის კურსდამთავრებულია ირინა გენძეხაძეც: „რატომღაც მგონია, რომ ძალიან მომენტარება ჩემი კლასი, გართობა, მასწავლებლების გაბრაზება“. მე-11 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს აკეთებენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ წელს ბოლო ზარს საკმაოდ მოკრძალებულად აღნიშნავენ. „ფერად ბუშტებს გავუშვებთ და გვექნება პატარა ბანკეტიც,“ – გვითხრეს მათ. ბათუმის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკაფოტო: მარიამ დუმბაძის „მოგვენატრება ერთად გართობა და სკოლა“ – გვეუბნებიან ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები მე-16 სკოლა  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია