შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხალხი ქუჩაში გამოვა და დაძაბულობა ესკალაციის სახეს მიიღებს - პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38407 
 19 მაისი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა "2020NEWS“-თან განაცხადა, რომ არჩვენების დასრულების შემდეგ, დიდია ალბათობაა იმისა, რომ მარნეულსა და ზუგდიდში ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და დაძაბულობამ ესკალაციის სახე მიიღოს.

რაც, მისივე თქმით, მთაწმინდის ოლქში ნაკლებად არის მოსალოდნელი.

“არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. კოორდინატორებს, რომლებსაც სიები ხელში უჭირავთ, გარკვეული დავალებები აქვთ მიღებული. კერძოდ, ის, რომ საარჩვენო უბნებთან ამომრჩევლების მისვლა შეამოწმონ, დააშანტაჟონ და დაემუქრონ. მთაწმინდა ყველაზე ნაკლებად სენსიტური რაიონია, რადგან იქ დაძაბულობა ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ამ რაიონში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მოსახლეობა ქუჩაში არ გამოვა, რასაც ვერ ვიტყვი მარნეულსა და ზუგდიდზე, სადაც დიდი ალბათობით, ხალხი ქუჩაში გამოვა და დაძაბულობა ესკალაციის სახეს მიიღებს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია