შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22706 
 20 მაისი 2019
მძლეოსნობაში, აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები 19 მაისს თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართა. ფინალში მოსახვედრად ის გუნდები იბრძოდნენ, რომლებმაც წინა თამაშებში რეგიონის პირველობა მოიპოვეს.თითოეულ გუნდში ექვს–ექვსი მონაწილეა.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების უფროსი სპეციალისტის გელა ძამუნაშვილის განმარტებით, გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.ტურნირის თითოეულმა მონაწილემ 1 000 მეტრი ირბინა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები, ივნისში, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია