შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/wiaturis-wyalmomaragebis-sistemis-reabilitacia-wels-dasruldeba 
 21 მაისი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულება.

ამ დროისათვის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი წყლის სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და 20 000-მდ ადგილობრივი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს 36,631,493 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია