შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2018 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა-NDI

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38429 
 20 მაისი 2019

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 6 %-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხული რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ „მისაღებია“, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 % უცხადებდა.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელია 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას ქალაქების მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაციას თბილისში მცხოვრები გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში - 80 % უჭერს მხარს, სოფლებში - 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში - 54 %.

რაც შეეხება მონაცემებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 18-დან 34 წლამდე რესპონდენტების 80 %, 35-დან 54 წლამდე გამოკითხულების 79 %, 55 წელზე მეტი ასაკის მქონე რესპონდენტების 73 %.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია გამოკითხული მამაკაცების 76 %-ის და გამოკითხული ქალების 78 %-სთვის.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია