შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გვერდზე გადაბრძანებული ვართ წლებია და ველოდებით დანაპირების შესრულებას“- ნაღობილევის მოსახლეობის პროტესტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38437 
 20 მაისი 2019

ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს სოფელ ნაღობილევში ურეკი ოზურგეთის ავტომაგისტრალი გადაკეტა და ხელისუფლებას ადგილზე გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარება მოსთხოვა.

ადგილობრივების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტის ფორმა კიდევ უფრო რადიკალური იქნება და ისინი სარკინიგზო მაგისტრალსაც გადაკეტავენ.

მიუხედავად ადგილობრივი პოლიციისა და საპატრულო ეკიპაჟების არაერთი მცდელობისა, გზის გახსნა დროულად ვერ მოხერხდა და ამ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი საათით იყო შეფერხებული.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს და სოფლის მაცხოვრებლების ყოფა გაუსაძლისია.

გზის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილზე ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.


მაგული  კაპანაძე -  მე რაზე მრცხვენია იცი,  სოფლიდან რომ ხმა წეიღენ, მეტი არავის არ წოუღია, მისი  ნათქვამი დავიჯერეთ და მაინც  ავირჩიეთ. ბოლოს ბოდიში და  ფეხებზე დაგვიკიდა.   მე ვიყავი იქანე გზა რომ გადავკეტეთ. მთელი სოფელი იდგა  იქანე. გვერდზე გადაბრძანებული ვართ ამდენი წელია და ველოდებით მაგის დაპირების შესრულებას. ჩვენი მოთხოვნა არის - გაზი, გზა და წყალი. წყალი პირველ რიგში. გაზი, რავიცით, ივნიშვილს თუ   დარჩება  იმის დრო, რომ  გამოგვიყვანოს,  მაგას ხეები გააქ აქედან. ამ ზომამდე რამ მიმიყვანა და წყალი რომ  არ მაქ. მობრძანდით ჩემთან ეზოში. 13 მეტრო ჭა მაქ ამოღებული,  ჩავრთავ მატორს  და თუ ერთი ვედრის მეტს   წყალს  ამოიღებ იქიდან ნახავ. შვიდი სული ვართ ოჯახში. წუხელის ბაღნებს ტანი ვერ დავბანე, ბაღში და სკოლაში რომ გამეშვა ბაღნები. და ვიყავი მისული ოთხშაბათს  შარაშენიძესთან,  ვნახე, გავესაუბრე დაგვპირდა მოვალთ, მოგაქცვთ ყურადღებასო და  საერთოდ  არ  მოსულა. თქვენ მობრძანდით დღეს, ის  ჯერაც არ  მოსულა და არ შეუწუხებია  თავი. რას ვაპირებთ და ვარეს  გავაკეთებთ კიდევ სოფელი. სამანქანო გზაც დეიკეტება და მატარებლის გზაც. სოფელს ბევრი ძალა აქვს, ხალხს ბევრი ძალა აქვს, იმიტომ რომ სოფლით არის მაგი თანამდებობაზე. მარტო სკამი არ უშველის და თანამდებობა.

 

 

მადნონა კაპანაძე  -იქით ბრიგადაში  მთავრობის კაცი მუშაობს  ჩვენი გამგებელი, იმის კუთხეში გაკეთდა წყალი, ჩვენ დავრჩით ისე. აგერ ჭაბურღილი აქვთ. მოვიდნენ და მოთხარონ ჩვენთანაც ჭაბურღილი. ეს დედამთილია ჩემი, 33 მეტრ ჭას რომ მოთხრი,   იმაში რომ ფულს ჩაყრილია და იქიდან წყალს ვერ ამოიღებ, როგორია  მითხარით. მე იცით, ბალონებით წყალს ვზიდავდი, რომ ბაღნებიზა მიმეტანა და ახლა იმათაც აღარ აქვს წყალი და საიდან მოვიტანო?

 


იამზე ღლონტი - ყველაფერს  ვაპროტესტებ, არავინ ყურადღებას  არ გვაქცევს. ნაღობილევი რუკაზე გამქრალია. გვჭირდება ყურადღება, ხელისუფლება რისთვისაა  აბა. არაფერს არ აკეთებს. წყალი ჩვენ არ გვაქვს, გაზი ჩვენ არ გვაქვს. ისმენთ აქ თქვენ პრეტენზიებს, რასაც ამბობენ: გაზი არაა, წყალი არაა, გზა არაა  სოფელში. ასთ არ  შეიძლება კაცო. ხმა თუ გინდა, ხალხს ყურადღებაც სჭირდება.  ამ იძულებაში ხალხი არ უნდა მიიყვანოს ხელისუფლებამ.  ყურადღება  არის საჭირო. რისთვის  ვაძლევთ ხმას? არაფრისთვის?  ახალგაზრდობა დაუსაქმებელია. ყურადღება რომ  არაა, აი უწლოვანი ბავშვები, ყველაფერს  მიმართვავენ,  დასაქმება არაა  და არაფერი არაა. არვიცი. როგორც ხედავთ ხალხი გაღიზიანებულია.  თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას  და არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, ალბათ, მეტად გაძლიერდება ჩვენი პროტესტი.

 


იამზე უჯმაჯურიძე - ყანები არ შეიღობა. ახლა თქვენ რომ წახვიდეთ და გადიღოთ, მთელი სოფელი დარჩენილია შეუღოიბავი და სიმინდი საეროდ არ ექნება მომავალში სოფელს. ცოდვები არა ვართ. ყველანაირად უპატრონოდ ვართ, გული გეტკინება ამ სოფელში..

 


ალეკო სურგულაძე, ოზურგეთის ვიცე მერი -მოსახლეობის პრობლემები გასაგებია, გულთან მისატანია. არის საკითხები, რომლებიც ერთდროულად არ წყდება და  ფიზიკურადაც შუძლებელია ამის განხორციელება.  დავიწყეთ  ჩვენ წყლის პრობლემების მოგვარება. სადღაც ორ კილომეტრში ჭაბურღილი გაკეთდა. რაღაც რაოდენობას  50-60  ოჯახს  წყლის პრობლემას მოვუგვარებთ. რაც შეეხება აქეთ ტერიტორიებს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავლში მოგვარდება და  შევეცდებით მოსახლეობის უკმაყოფილება მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ შეძლებისდაგვარად.

 

 


 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია