შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას და იგებს ხელისუფლების რესურსი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38442 
 20 მაისი 2019

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" 19 მაისის შუალედური არჩევნები შეაფასა, იგი ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას, იგებს ხელისუფლების რესურსი.

"ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას, იგებს რესურსი და რესურსი, ბუნებრივია, ხელისუფლების ხელშია და შესაბამისად შედეგიც კანონზომიერია.

ხალხის განწყობა მთელი პოლიტიკური ელიტის მიმართ ნიჰილისტური და სკეპტიკურია, არავისი არ სჯერათ, ისინი ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ცენტრებს ქვეყანაში, რომლის იმედიც აქვთ, რომ რაღაც განახლება იქნება და შეიძლება უზრუნველყოს უკეთესი მომავალი და ეს შედეგიც აქედან გამომდინარეა.

 არასერიოზულია ეს ყველაფერი, კი ბატონო ისინი იხმაურებენ და „ნაციონლური მოძრაობა" ისეთი პარტიაა, თუ შეუძლიათ, ხმაურობენ მაქსიმალურად, მაგრამ ამით პოლიტიკური სიტუაციის შექმნა ქვეყნაში შეუძლებელია.

პროტესტი მათი უფლებაა, იხმაურებენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრობის" მხრიდან ვითარების შეცვლა შეუძლებელია, რატომ არის შეუძლებელი? იმიტომ, რომ თვითონაც კომპრoმეტირებული ძალაა და კომპრომეტირებული ძალების ბრძოლის ველად იქცა ეს ქვეყანა.

მოსახლეობას არ უნდა არც ერთი და არც მეორე მხარე, ეძებს მესამე არჩევანს, რომელსაც სამწუხაროდ პოლიტიკური ბაზარი ვერ სთავაზობს.

რატომღაც მგონია, რომ შალვა შავგულიძეს აქვს მღალი შანსები, თუ კარგად იმუშავეს და მოახერხებს ამომრჩევლის მობილიზებას.

 2020 წლისთვის თუ პოლიტიკური ბაზარი გაიხსნა, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს და პოსტსაარჩევნო კოალიციების შექმნა ხელისუფლების ფორმირებისთვის იქნება გარდაუვალი."- აცხადებს ხუხაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია