შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ჯარიმა ამოქმედდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39052 
 22 მაისი 2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება.

ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება.
ამ მიმართულებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებაა დაგეგმილი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა.

მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატიავა ამ მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა.
„აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შშმ პირების უფლებების დაცვის გარანტიებს ახალ საფეხურზე აიყვანს“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სანქციები შემდეგი სახითა და ოდენობით განისაზღვრება:
თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონებისტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია და ვანო ზარდიაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია