შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა პროცედურები უნდა გაიარონ მეწარმეებმა თელავში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობისთვის

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39055 
 22 მაისი 2019

,,26 მაისს თელავში დაგეგმილ გამოფენებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად და ნებართვის მისაღებად განცხადებით მერიას უნდა მიმართონ’’- აღნიშნულ საკითხზე განცხადება knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ხელნაკეთი ნივთების, ხალხური რეწვის და ღვინის გამოფენები, რომელიც მოედანზე გაიმართება, წინა წლებისგან განსხვავებული იქნება.

ზაქრო რაზმაძე განმარტავს, რომ თელავის მოედანზე დაგეგმილ  ღვინის და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაში მონაწილეები ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსებით და ინიციატივით შეირჩნენ.

მისი თქმით, სხვა მონაწილეებს, ვისაც გამოფენაში მონაწილება სურს, უნდა მიმართონ თელავის მერიას და შეთანხმების მიხედვით ქალაქის სხვა ტერიტორიაზე მოახდენენ საკუთარი ხელნაკეთი ნივთების თუ ნებისმიერი სახის პროდუქტის გამოფენას.

,,გამოფენაზე ღვინის კომპანიებთან ერთად იქნება ხალხური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, თექის, ხალიჩების, ფარდაგების და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშევის. ამისთვის კონკეტულად 2 ადამიანი მოგვყავს სიღნაღიდან და ორიც ახმეტიდან, ვინც კონკრეტულად ამაზე მუშაობენ. სულ გაკეთდება 20 დახლი, სადაც უკვე განსაზღვრულია ვინ უნდა დადგეს და გამოფინოს წარმოებული პროდუქცია.

თელავის მოედანზე, სადაც უკვე განსაზღვრულია ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა გამოფენაში, სხვა რაღაცეების განთავსება არ არის გამართლებული. სცენარი, პროდუქციის განლაგება ყველაფერი განსაზღვრულია წინასწარ და უნდა მოხდეს პირდაპირ ეთერში ჩართვა ღონისძიებების.

სხვა ადგილობრივ მეწარმეებს კი რომლებსაც სურთ გამოფინონ თავიაანთი ნამუშევრები, ჩვენ დახლებით ვერ ვუზრუნველყოფთ მაგრამ მათ შეულიათ სხვა ადგილას დადგნენ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ მერიას. მოედანი კი სრულად ათვისებული აქვს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ზაქარია რაზმაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია