შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნების“ გარდა ხალხს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38462 
 21 მაისი 2019

ყველა მთავრობა არჩევნების მერე ძალიან მალე კარგავს ხოლმე რეიტინგს, ეს ზოგადი კანონზომიერებაა, მითუმეტეს, ის მთავრობა, რომელსაც ამჟამად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

საყვარელიძეს არ გაჰკვირვებია კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობის მიერ მთავრობის საქმიანობის უარყოფითად შეფასება.

„მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს თითქმის ყველა სახელმწიფოში ყველა მოსახლება და ყველა მთავრობა არჩევნების მერე ძალიან მალე კარგავს ხოლმე რეიტინგს, ეს ზოგადი კანონზომიერებაა, მითუმეტეს ის მთავრობა, რომელსაც ამჟამად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, იქნება ეს ეკონომიკა, სამართალი, თვითონ პოლიტიკური აქტივობა თუ სხვა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას და გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციას, რომ მათთან ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია არ დგას, თუმცა არჩევნებზე ხმას მაინც მმართველ გუნდს მისცემდა, რამაზ საყვარელიძისთქმით, „ქართული ოცნების“ გარდა ხალხს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

„თუ ხმას არ აძლევენ „ქართულ ოცნებას“, მაშინ ხმა უნდა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევით ჩამოაგდებს უმრავლესობას. დანარჩენი პარტიები არაეფექტურად გამოიყურებიან და ამ მხრივ სურათი გაუგებარი არ არის, მითუმეტეს, რომ ასეთი შედეგი პირველ წელს არ გვაქვს და არჩევნები მუდმივად ანალოგიური განწყობით წარიმართება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობის იმ შეფასებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საყვარელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რომელ მიმართულებაზეა საუბარი.

„საგარეო ხაზს მე მგონი, ვერ ვიგულისხმებთ, რადგანაც საკმაოდ მაღალია საგარეო საქმიანობის მიმართ დამოკიდებულება. რაც შეეხება საშინაო მიმართულებას, იგივე პროდუქციას და ეკონომიკას, მანდ უკმაყოფილება გასაგებია და ამას წინა მონაცემებიც ადასტურებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მან ლიდერების საქმიანობის რეიტინგზე და კახა კალაძისთვის მიცემულ ყველაზე მაღალ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერის რეიტინგი გასაკვირი არ არის.

კახა კალაძის ასეთი რეიტინგი არც ახალია და არც გასაკვირი, ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანია მისი სტილისტიკა იმ მხრივ, რომ კალაძე ადამიანურია, საქმიანია და თავს არასდროს არიდებს სირთულეებს. ამ სტილით მომუშავე პოლიტიკოსი ალბათ, გასაგებია, რომ დადებით შეფასებას იმსახურებდეს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გამართა. კვლევა 28 მარტიდან - 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

https://www.interpressnews.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება