შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოხმაურება

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 23 მაისი 2019
საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, „ბათუმელებში“ დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება.  ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი, ნათია ანდღულაძე, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების დაჯილდოების თემას შეეხო. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სურს გამოეხმაროს  „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნათია ანდღულაძესთან, რომელიც ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსებს ეხება. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია ნამდვილად გახლავთ ჩვენი ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, ამასთან პროფესიულ ასოციაციებსა და კერძო სექტორს ჩვენი  ინიციატივა არ უშლის ხელს, კონკურსები დააწესონ და სხვადასხვა საგანში საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინონ. სახელმწიფოს ანუ ცენტრს კონკურსის ჩატარება მიზერული თანხა უჯდება.   ტიხრული მინანქრით მოოჭვილი გულსაბნევი, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა, 30 ლარი ჯდება, გამარჯვებული კანდიდატისთვის დაწესებული აბსოლუტურად ყველა პრიზი კერძო სექტორის მიერაა დაწესებული. საუკეთესო დირექტორისათვის დაწესებული ჯილდო გახლავთ სასწავლო ტური ესტონეთში, შესაბამის ფონდებთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკება. ცენტრი ასევე მხარს უჭერს ყოველწლიურ კონკურსს  – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. ამ ფონზე გაუგებარია, გავრცელებული ინფორმაცია რესურსების არამიზნობრივად მიმართვის შესახებ.“   ამავე თემაზე: უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სამინისტრო მასწავლებლებს და დირექტორებს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია