შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ნაადრევი ქორწინება ეს „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38480 
 22 მაისი 2019

მწერალი დათო გორგილაძე, სოციალურ ქსელში კასპში 16 წლის გოგონას მიერ, 7 თვის შვილის მკვლელობას ეხმაურება:

“16 წლის დედამ საკუთარი 7 თვის შვილი მოკლა. 

იმით დავიწყოთ, რომ სიტყვები „16 წლის დედა” არათუ პარადოქსია, არამედ დანაშაულსაც გულისხმობს. 

კანონის მიხედვით, თუკი 16 წლის გოგომ გააჩინა შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაუპატიურებულია, რადგანაც ამ ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სისხლის სამართლის დანაშაულია. 

ზედმეტი ვაივიში რომ ავიცილოთ თავიდან, აქვე ვიტყვი: 

გოგო დამნაშავეა, მკვლელია და კანონის შესაბამისად, მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამას ვერც გაექცევა. 

პარადოქსი კი ისაა, რომ ამ გოგოს ამ დანაშაულისკენ უბიძგა ყველამ, ვინც მოიფიქრა, ხელი შეუწყო ან არ აღკვეთა მისი „დაოჯახება” ამ ასაკში. 

ხვდებით? – ნაადრევი ქორწინება ეს „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”, რომლის შესახებაც წინასწარ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ხელს არ უშლიან. 

რატომ? სხვადასხვა მოტივით: 

„გოგო პატრონს ჩავაბარე”

„ნაადრევი მარტო სიკვდილია ცუდი”

„აბა ბავშვებს ბებერი მშობლები ხო არ ეყოლებათ?”

„მიდით, ქორწილში კაი პური გვაჭამეთ”

„სიძე, შე ძველო”

ამ მიზეზების გამო 16 წლის გოგო გახდა მკვლელი. თან, საკუთარი შვილის. ამ ტვირთით უნდა იცხოვროს. 

დანარჩენს კი ჩვენც დავივიწყებთ და მისი ახლანდელი თუ ყოფილი ოჯახის წევრებიც. 

ეგ კი არა, დედამთილი მალე ახალ რძალზე დაიწყებს ჩალიჩს. თან ისეთს, თავის ჭკუაზე რომ გაზარდოს,” – წერს გორგილაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია