შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ არიან ლანჩხუთში ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდები

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მაისი 2019

ლანჩხუთში მომხდარ საშინელ ტრაგედიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ორი ძმა, მათი დეიდაშვილი და ერთ-ერთი ძმის ფეხმძიმე ცოლია.

 „საშინელება იყო. სავარაუდოდ, წვიმის გამო მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა და სატვირთოს მთელი ძალით შეეჯახა. მსუბუქ მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ადგილზე დაიღუპა ოთხივე“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

 გარდაცვლილი ძმები ურეკში ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვლილი დეიდაშვილი კი ლანჩხუთელი 27 წლის ა.კ-ა, რომელსაც ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოსრიალდა და სატვირთოს შეასკდა. მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცავალა. მანქანა იმდენად იყო დაზიანებული, გარდაცვლილების გადმოყვანა მანამ ვერ მოხერხდა, სანამ რკინები არ გადაჭრეს. 



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია