შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელი მორაგბე გოგონას მორიგი წარმატება

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38470 
 22 მაისი 2019

ოზურგეთის სარაგბო კლუბ არწივების გოგონათა გუნდის კაპიტანმა ანი კაპანაძემ, ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, საფრანგეთში, პარიზის და ნანსის საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.

 

ეს  იყო ზაფხულში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი ტურნირები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ზედა დივიზიონის ყველა უძლიერესი გუნდი.


საქართველოს ნაკრების გოგონები, ორივე შეჯიბრში წარმატებით გამოვიდნენ, განსაკუთრებით მეორე - ნანსის ტურნირში. მათ დაამარცხეს მომავალ ევროპის ჩემპიონატში, ჩვენს ჯგუფში ორჯერ მყოფი ისრაელის და ნორვეგიის გუნდები.

 

ანი კაპანაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა ამ თამაშებში თავი. მის ანგარიშზეა საკმაოდ ბევრი ლელო.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე, კმაყოფილია ანის თამაშის ხარისხით. მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.


ანი ფრანგული შთაბეჭდილებებით დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა