შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,მოვკალი, კარგი ვქენი’ – მკვლელობაში ბრალდებულის ზარი 112-ში

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22750 
 23 მაისი 2019
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა პეტროს ერემიანმა, ფოკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება შეასრულა, მათ შორის შეამოწმა ბრალდებულის ტელეფონი.საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გ.მ–მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 112–ში დარეკა. გამომძიებელმა პროცესზე ის სიტყვები გაიმეორა, რომელიც ბრალდებულმა დარეკვის შემდეგ წარმოთქვა.„112 – ში ნამდვილად შევიდა ზარი, რომელიც 14 წამი გაგრძელდა. ბრალდებული ოპერატორს არ დალაპარაკებია, თუმცა რამდენიმე სიტყვა ისმის. თარჯიმანის საშუალებით გადავთარგმნე და მან თქვა – „სადღაც მოვკალი, კარგი ვქენი “ – ამბობს ერემიანი.სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 23 მაისს გაიმართა.დღევანდელ პროცესზე, ბრალდებულმა წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა და განაცხადა, რომ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაუდენია. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე გია ბერაიამ არ დააკმაყოფილა.დაკავებულს ბრალი სსკ–ს 108 და 236 მუხლებით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–გამოყენებას გულისხმობს.შემდეგი სასამართლო 6 ივნისს ჩანიშნეს.ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია