შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"NDI ცრუობს, ის წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობის" ინტერესს"- გოგა ხაინდრავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38490 
 23 მაისი 2019

ლორა თორნტონი არ ვიცი აშშ-ში რომელი პარტიის წარმომადგენელია, მაგრამ საქართველოში ნამდვილად „ნაციონლურ მოძრაობას“ წარმოადგენს - ასე გამოეხმაურა NDI-ის კვლევებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, ყველა მისი კვლევა , საქციელი, მოქმედება მეტყველებს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი და არც გაუკვირდება, რომ პარტიის წევრიც აღმონდეს.

„NDI რომ ცრუობს, ამის მოწმე არაერთხელ გავხდით. ეს რომ რუსული კომპანია ყოფილიყო, მე ამაზე არ ვიდარდებდი, მაგრამ ეს არის ამერიკული, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ეს იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და მის იმედზე ვართ. რომ არა აშშ რუსეთი ულაპარაკოდ გადაგვყლაპავდა და საქართველო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა. ერთადერთი, რაც რუსეთს აკავებს, ამერიკის შეერთებული შტატებია. ქალბატონი თორნტონი, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს და მათ საქმეს აკეთებს. ეს დამაზიანებელია აშშ-ს ინტერესებისთვისაც“, - აცხადებს ხაინდრავა.

მისი განმარტებით, ლორა თორნტონის მიზანი იმ პოლიტიკური ძალის რეანიმაციაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

​„ადრე შეიძლებოდა გვეფიქრა ქალბატონი თორნტონი ცდება და არ იცის, ყველაზე დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი ჩემთვის ის იყო, რომ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარებზე ლაპარაკობს და ეს პირდაპირ იყო გაცხადებული. ის რომ გამოკითხვაში ვარდების რევოლუციაზე იყო კითხვა, ეს წინასწარ განსაზღვრულია. რა კავშირში იყო გამოკითხვასთან ვარდების რევოლუცია, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ოპოზიციის განმარტებით კი NDI-ის კვლევა საზოგადოების ფართო მხარდაჭერას ადასტურებს და ეს მათ მეტი პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს.

primetime.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია