შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... პირიქით ეკონომიკა იზრდება"- მაჭავარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38497 
 23 მაისი 2019

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე საუბრისას

„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას რასაკვირველია, ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება. აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციისღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.

მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტესგანვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია:

„არანაირი ბიზნესი არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება. საქართველო ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ისეთ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. ნახეთ ვალუტის კურსს რა მოსდიოდა. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები რაღაცა პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს. ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი ეკონომიკური მაკრო და ფისკალური პოლიტიკა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა