შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

6 წელია აჯანჯღარებენ ივანიშვილს და ვერაფერი მოუხერხეს - მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2019

6 წელია აჯანჯღარებენ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, ვერაფერი მოუხერხეს და ახლა ყალბი, ილუზიური კვლევებით აპირებენ ამის გაკეთებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ორი დღის წინ გამოქვეყნდა „იპსოს“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა.

"აღმოჩნდა, რომ "იპსოს“ ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია. შემდეგ არჩევნებიდან მეორე დღეს იმისათვის, რომ ეს საარჩევნო შედეგები ამერიკული, ევროპული, ქართული საზოგადობის მიერ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა პროგრესის და "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გადაფარულიყო. გუშინ კი ვინმე გერასიმოვას რაღაც საკურსო ნაშრომი ვნახეთ, რომელიც ეკა გიგაურის კრიტიკაზე იყო დაფუძნებული. რა არის ამ ყველაფრის მიზანი? - ერთ მხარეს არის წარმატებები, ფაქტები და მეორე მხარეს რაღაც კვლევები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ რეალობას, აცდენილია რამდენიმე ათეული პროცენტით. 5 და 7 პროცენტით რომ ცდება კვლევა რეალობას, იქ პრობლემაა, მაგრამ რამდენიმე ათეული პროცენტით რომ ცდება, უკვე ეს არასერიოზულია. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ვხედავთ, ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს არის "ქართული ოცნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია