შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაიხსენოს თავის ბავშვობა და მიხვდება რა დღეშია ხალხი" - მაღაროელები ივანიშვილს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38512 
 24 მაისი 2019

„ჩვენი მოთხოვნა ყველამ კარგად იცის და ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მოთხოვნებს. ველოდებით პასუხებს მთავრობიდან, ჩვენ არ შევჩერდებით,“ - აცხადებს ჭიათურ მანგანუმის გაფიცული თანამშრომელი.

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ითხოვენ დღეს ქალაქში მათ საპროტესტო მსვლელობაც გამართეს.

რაც შეეხება მოშიმშილეებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. 

„მე მივმართე მთავრობას, თუ უყვარს თავისი ერი, თუ უყვარს თავის ხალხი, მიხედონ ხალხს. ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია