შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39109 
 24 მაისი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილე გიორგი თუშიშვილმა და ოთხი სამსახურის უფროსმა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ასეთი ცვლილებების მიზეზი.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტში, თანამდებობა უკვე მერის ორმა მოადგილემ დატოვა.

როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა,  თანამშრომლებმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

,,მე ამ საკითხში არ ვერევი. თავად მოგვმართეს თანამშრომლებმა განცხადებით სამსახურიდან წასვლის შესახებ. ზოგი ბიზნესში მიდის, ზოგი კი სამსახურს და პოზიციას იცვლის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მუშაობისთვის”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია