შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, იქნება ძალიან დიდი- ბახტაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38511 
 24 მაისი 2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდი იქნება. ამის შესახებ საქართველოს ბახტაძემ გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია, ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარის როლი, მითუმეტეს, დამფუძნებლის და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის, იქნება ძალიან დიდი", — ასე განმარტა ბახტაძემ ივანიშვილის ჩართულობის საკითხი.

მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა იმოქმედა სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვანწილად დაკორექტირებაზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია