შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22765 
 25 მაისი 2019
ახალქალაქის რაიონულ სამმართველოსთან ადგილობრივები დღეს, 25 მაისს დილით შეიკრიბნენ.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კ.კ უდანაშაულოა და მას „იარაღი პოლიციამ ჩაუდო“.სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული კ.კ ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გუშინ, 24 მაისს დააკავეს.უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია