შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხეზე მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22778 
 26 მაისი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.„ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენს ცხოვრებაში მომავლისკენ ხედვაა. მომავლისკენ გამართულად მაშინ ვიხედებით, როდესაც ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან. მათ ახალციხის მერიისგან 500-500 ლარი უკვე ჩაერიცხათ და ახლა შეასაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ“, - განაცხადა დაჯილდოებაზე ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა თამარაშვილმა.მერიის სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 13 სტუდენტს გადაეცა. ესენი არიან:დონარი ლონდარიძე, ირინა სტეფანიანი, ანაიდ პაპოიანი, დიანა ვედიაკოვი,მარეხი ზედგინიძე, მარიამ ქუქჩიშვილი, ხატია გელაშვილი, ლიდა შაინიანი, მარიამ პეტროსიანი, ლუსია ბაგდასარიანი, ოგანეს ტოროსიანი, ჟენია სარქისიანი, სოფიო ჭანკვეტაძე და ირაკლი ყურმაშვილი. თვითმმართველობის ინფორმაციით, წარჩინებული სტუდენტების წახალისება მერიაში კვლავ გაგრძელდება. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია