შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენი გუნდის მიმართ ნდობა შეადგენს 60%-ს"-პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38548 
 26 მაისი 2019

ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა.

 კაცი, რომელსაც თითქმის  მთელი საქართველო ჯიბეში უზის, პოპულარობის რეიტინგით მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოვიდა.

ბოლო პერიოდში ორი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა - NDI-ისა და IPSOS-ის და ორივეში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ისეთი უარყოფითი მაჩვენებლები აქვს, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია.

„ქართული ოცნების“ ლიდერი პოპულარობის მეთხუთმეტე ადგილზე ჩამოვიდა. NDI-ის კვლევაში პირველ ადგილზე სერგეენკოა, მეორეზე კახა კალაძე,  მესამეზე კი მიხეილ სააკაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგში მისივე თანაპარტიელებმაც გაუსწრეს. "პატრიოტთა ალინსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის ქვემოთ სწერია ყოფილი პრემიერი, ქართული ოცნების დამფუძნებელი, იმ "9 წლის " დამსწურელები, დემოკრატი და ევროპის გამაოცებელი, კრიპტო ვალუტის მწარმოებელი, ტაძრების მომხატველი, პიკასოს შემგროვებელი და ბუნების დიდი მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი.

წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეები გაცილებით უარესად აფასებენ მთავრობის მუშაობას. ასე უკვე უმრავლესობა ფიქრობს. 

NDI-ის კვლევების შედეგების არ სჯერა მმართველ პარტიას. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მუშაობა მოქალაქეებმა შუალედურ არჩევნებში შეაფასეს.  

"სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა არჩევნები, ხომ ასეა? საერთო ჯამში ჩვენი გუნდის მიმართ ნდობამ შეადგინა 60%-ი, ამიტომ ასეთ მათემატიკურ საკითხებზე არ უნდა ვდაობდეთ"-აღნიშნა პრემიერმა ბახტაძემ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია