შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება”-ბიძინა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38551 
 27 მაისი 2019

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. განცხადებას ამავე პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ 26 მაისს. წლევანდელი წელიწადი კიდევ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს იმ მიმართებით, რომ ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. კარგად მოგეხსენებათ, რომ განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობასთან მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება