შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მწერთ რისთვის 7 წელი-ო და აქვე ჩამოვწერ ყველაფერს"-რისთვის მიუსაჯეს პატიმრობა სამხედროს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38594 
 28 მაისი 2019

"მწერთ რისთვის 7 წელი-ო და აქვე ჩამოვწერ ყველაფერს და მიხვდებით თქვენ თავად ყოველივეს-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის, უფროსი ლეიტენატის, ხვიჩა შარაშენიძის და, ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძე საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მის ძმას გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ხვიჩა შარაშენიძე რამდენიმე თვის წინ ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩასმულმა პირმა სახლიდან ისე გაიყვანა, რომ არც კონკრეტული მიზეზი აუხსნიათ მისთვის და არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა, 7 საათის განმავლობაში. როგორც ბრალდებულმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, მასზე ამ დროის განმავლობაში დანაშაულის აღიარების მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდ. მისივე განცხადებით, ის ჯერ ტყეში წაიყვანეს, შემდეგ კი ერთ-ერთი განყოფილების სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, საქმეში არ იდო ექსპერტიზის დასკვნა და  სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრებიც არ ამტკიცებდა მის ბრალეულობას, მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა 7 წელი მიუსაჯა. უფრო მეტიც, საქმეში მტკიცებულებად ჩადეს ორი  დოკუმენტი " სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათები", აქედან ერთი იყო 2016 წ. და მეორე 2013 წლით დათარიღებული.

რატომ გაწირეს სამ ომ გამოვლილი სამხედრო ციხისთვის და რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მოპასუხე მხარის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შარაშენიძის უდანაშაულობაზე მიუთითებდა, ნათია შარაშენიძე შემდეგს წერს:  

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არც ჩემი ძმის, არც ე.წ. დაზარალებულის ტანსაცმელზე ჩემი ძმის ბიოლოგიური მასალა ნაპოვნი არ არის, მანქანის ჩხრეკის დროს არც ერთი ნივთმტკიცება რომელზეც ე.წ. დაზარალებული საუბრობს რომ მანქანაში ძალადობის დროს დაკარგა, ცალი საყურე, ყველა ფრჩხილი( რომელიც თურმე მიწებებული ჰქონია) წამწამები (ასევე ხელოვნური) ნაპოვნი არ არის, ე.წ. დაზარალებულს არ აქვს დაზიანებები, არ მიუმართავს სასწრაფო დახმარებისთვის (საქმეში სასწრაფო დახმარების 2 ძველი საბუთი დევს) და ტყუილების მთელი კასკადი, ე.წ. დაზარალებულის ფრჩხილის ქვეშ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილი არ არის ჩემი ძმის დნმ, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ჩემს ძმას ჩატარებულიც კი არ აქვს სამედიცინო დათვალიერება, იმიტომ რომ ლოგიკურად მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა ნაკაწრი, ან რაიმე სახის დაზიანება, რომელიც წინააღმდეგობის შედეგად უნდა მიეღო, თუ ასეთ რაიმეს ჰქონდა ადგილი, არ ჩაუტარეს იმიტომ რომ არ დაფიქსირდებოდა და არ აწყობდათ. და ბოლოს რისთვის?? აი ამისთვის "-წერს დაკავებული სამხედროს და. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა