შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„საქნახშირი“ ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5171 
 27 მაისი 2019

2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

“საქნახშირის,, ადმინისტრაციის განმარტებით 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე კომპანიამ მიმართა შესაბაბის უწყებებს რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

(მას შემდეგ რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ წიაღის ეროვნულ სააგენტოს“ .კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად , ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში. აქვე ვადასტურებთ რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის „საქნახშირის“ თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ, მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშოა დღე არ ჰქონდა“, – აღნიშნულია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებუ ინფორმაციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
ოკრიბა ნიუსი

დღეს ნათლისღებაა

საზოგადოება