შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტყიბულში ღია მოპოვების კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც მეშახტე მოყვა

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5168 
 27 მაისი 2019

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში ნახშირის ღია მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

როგორც “ოკრიბანიუს“ „საქნახშირში“ განუცხადეს, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე კომპანიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
ოკრიბა ნიუსი

დღეს ნათლისღებაა