შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელად ნინო ჯოხაძე დაინიშნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30785 
 29 მაისი 2019

გურჯაანის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორად მესამე ბაგა-ბაღის მენეჯერი, ნინო ჯოხაძე დაინიშნა. მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ თანამდებობაზე ვაკანსია ორი თვის წინ გამოცხადდა.


„გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია, დაახლოებით ორი თვის წინ გამოცხადდა. შემოვიდა სულ ცხრა განცხადება. გადარჩევის შედეგად მეორე ტურში გადავიდა ორი კანდიდატი და კომისიის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე ნინო ჯოხაძე დაინიშნა.
მოთხოვნა იყო, რომ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონოდა უმაღლესი განათლება და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის ორი წლის გამოცდილება. ნინო ჯოხაძე ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იყო მესამე საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი, აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.“


მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მეოთხე ბაგა-ბაღის მენეჯერის პოზიციაზე ახალი კადრი სექტემბრამდე არ დაინიშნება. მანამდე კი, მოვალეობის შესრულება რომელიმე თანამშრომელს დაეკისრება.  შეგახსენებთ, რომ ააიპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანება დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე ხელმძღვანელის მოვალეობას სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორი, რუსუდან ჩიტაური ითავსებდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია