შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39209 
 29 მაისი 2019

თელავის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულ მამაკაცს კ.ღ.-ს სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს კ.ღ. ახმეტის მუნიციპალიტეტში მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.ხ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც უყვიროდა, რომ არ აცოცხლებდა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ კ.ღ-მ 2018 წლის 29 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

სამართალდამცველებმა კ.ღ 2018 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ კ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია