შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზუსტად ისე დამარცხდება ივანიშვილი, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში" - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38591 
 28 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხვალ ჩავა.

"ზელენცკიმ დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს.

უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გამოსტაცებს მას ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია