შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინიციატივას ეხმაურება, რომელშიც ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე საუბრობს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 02 ნოემბერი 2018
„არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება.პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.მე შეწყალება არ მჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ ორჯერ მაღიარა პოლიტპატიმრად, ჯერ პირველმა ინსტანციამ და შემდეგ დიდმა პალატამ. მე ვარ ერთადერთი პატიმარი ევროპაში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა აღიარა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. დეკემბერში უნდა გაიმართოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.დღეს საპყრობილეებში არის ბევრი უსამართლოდ დაჩაგრული პატრიოტი, რომელიც "ქართული ოცნებისა" თუ რუსული სპეცსამსახურების სურვილით ზის ციხეში. მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - წერს მერაბიშვილი.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიას და ცააძის შეწყალებას გეგმავს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება