შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი"- დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38611 
 29 მაისი 2019

"ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები, მაგრამ რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის, საუბარი ნაადრევია, თუმცა, გადაადგილებები ოპოზიციურ ძალებში მოხდება"- აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რაც შეეხება ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიცის სამომავალო გეგმებს, არა მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს. იგი კვლავ რჩება რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები.

ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები და რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის საუბარი ნაადრევია, თუმცა, რაღაც კონფიგურაციას მიიღებს და ოპოზიციურ ძალებში გადაადგილება მოხდება.

რევოლუციური გზა ხელისუფლების შესაცვლელად გამორიცხულია და ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს. სააკაშვილი თავისი განცხადებებით უფრო აზიანებს ოპოზიციის პერსპექტივას.

დავთი გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს - ორივე ქვეყნის პირველ პირებს შორის; რა თქმა უნდა, ბახტაძეს არ ვგულისხმობ, ივანიშვილს და ალიევს. ალიევმაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის საქართველოში პირველი პირი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს."- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება