შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიშასი ეშინიათ პატარა კაცუნებს, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

"მიშასი ეშინია მათ, ვისაც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ნეპოტიზმის, კორუფციის, თაღლითობის და ღალატის გარეშე.
ეშინიათ უვიცებს, ვისთვისაც როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე პიროვნული განვითარება მტკივნეული და შოკის მომგვრელია. 
დიახ, ვაღიარებ რომ მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ არც იმის გაცნობიერება მიჭირს, რომ მან შესძლო საკუთარი ადგილის დამკვიდრება მსოფლიო ლიდერთა შორის.
მე არ მინახავს ძლიერი კაპიტანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მშვიდ ზღვაში მართა ხომალდი. ძლიერად მაშინ ყალიბდებიან, როცა ბობოქარ ტალღებს არ ნებდებიან.
ჰო, და კიდევ: მიშასი ეშინიათ პატარა კაცუნებს, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ".

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი. საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია