შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ლოგიკური იქნება, მოხდეს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენება"-"ოცნების" დეპუტატები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, ლეგიტიმური და სამართლიანი იქნება, შესაბამისმა უწყებებმა უკრაინას, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.

„ლოგიკური იქნება, რომ ადამიანი რომელიც ძებნილია, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება“, - აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.

მსგავს პოზიციაზეა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ზოიძეც.

მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, პროკურატურა ალბათ კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე. „ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს”, - აღნიშნავს აკაკი ზოიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია