შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვების გაროზგვიდან, პიონერის ყელსახვევამდე-ოზურგეთის სასულიერო გიმნაზია წარსულის აჩრდილებში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38636 
 30 მაისი 2019

ოზურგეთის წმ. გაბრიელის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, რომელიც გასულ წლებში სკანდალში მოსწავლეების მოძველებული  დასჯის მეთოდით-გაროზვით გაეხვა, სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეთა საზეიმო ღონისძიებაზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ამჯერად ბავშვებს სიმღერა "ყვავის  გურია" შეასრულებინეს. მოსწავლეებს თეთრ მაისურებზე პიონერთა ყელსახვევიც გაუკეთეს და ძველი, საბჭოთა დროინდელი გურიაც, როგორც გავარკვიეთ, ბებიებისა და ბაბუების საპატივცემულოდ შეასრულებინეს. 

რამ გაუღვიძა 21-ე საუკუნეში სასულიერო სკოლის პედაგოგებს საბჭოთა ნოსტალგია, ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, აკრძალული სიმბოლიკების გამოყენება, რომ ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით არა ერთი კლასის ზეიმზე დაფიქსირდა, ამას დღეს, ახალციხეში მომხდარი კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს, სადაც პირველკლასელებმა ანბანის გაცილება თეთრ მაისურებზე წითელი ყელსახვევებით გამართეს

 

გთავაზობთ აღნიშნული სკოლის ღონისძიებაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც სოციაურ ქსელში ვრცელდება:

 

"...ცეკას მდივანიაა"
"ბრავო !!! ბავშვობაში გადავვარდი"...
"ძველი დრო გამახსენდა"
"გაიხარონ ბებია- ბაბუებმა! აი, მესმის საჩუქარი"!!
"მიყვარს ჩემი გურია. ბრავო ბავშვებს. მარა აი წითელი გალსტუკი რამ გაგახსენათ.
ყოჩაღ
სიმღერა ყელსაბამის გარეშე არ შეიძლებოდა სადვართ ?
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა