შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22824 
 30 მაისი 2019
„სამხრეთის კარიბჭე“ სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის - მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. უნებართვო სამუშაოებზე, რომელიც მაისის თვიდან დაიყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 10 მაისს გამოვლინდა. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა.უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა:• მოქალაქეს უნდა უზრუნველყო ძეგლზე ყველა ტიპის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება (გარდა საძირკვლის სამუშაოებისა); • სპეციალისტების ზედამხედველობით, ეკლესიის საძირკველი (ამოთხრილ ნაწილში) უნდა გამაგრებულიყო რკინა-ბეტონის გამოყენებით. ვიდეო გადაღებით აღბეჭდილი სამუშაოების პროცესი კი უნდა წარმოადგენილიყო სამუშაოების ანგარიშთან ერთად;• ერთი თვის ვადაში მესაკუთრეს უნდა უზრუნველყო დანარჩენ სამუშაოებზე (საძირკვლის სამუშაოს გარდა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება;• მიღებული ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სამშენებლო პროცესის ინიციატორის - იურიკ წარუკიანის მიერ სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა. კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო 30 მაისს დაადგენს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას.შესაძლო სამართალდარღვევის მორიგი ქმედების ფაქტს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალვე შეისწავლიან.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია