შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38654 
 31 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ, გუშინ კიევში ჩავიდა, ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას კიევიდანვე გამოეხმაურა.

„იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი.

უკვე ჩავარდნენ ისინი პანიკაში. მთელი მისი ეს ჯოგი არის საოცარ პანიკაში, ისტერიკაში და ახლა თავის ჭკუით მოიფიქრა, როგორ დააწყნაროს ესენი. ეს არ უშველით, იმიტომ, რომ ეს აუხდებათ, რასაც მოისურვებენ, მიეცემათ. ჩემი ჩასვლა უნდათ? აუცილებლად მიეცემათ, მაგის გარანტიას ვაძლევ. მე ჯერჯერობით ყველა ჩემს დაპირებას ვასრულებ. აქ ხომ ვთქვი, რომ ჩამოვალ-თქო, ჩამოვედი. ვამბობ, იქ ჩავალო, იქაც ჩავალ და ძალიან მალე. ასე რომ მე უკვე ვამზადებ ინფრასტრუქტურას. მთელი საქართველო უნდა მოემზადოს. ეს განხორციელდება ძალიან მალე და აუხდება ყველაფერი, რასაც ითხოვენ. უნდა ბიჭს, რომ ჩავიდე, რა პრობლემაა. მე აგერ ვარ და დავაკმაყოფილებ ამ სურვილს", აცხადებს სააკაშვილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია