შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ტრაილერის მძღოლმა დაზიანებები მიიღო.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 03 ნოემბერი 2018
დღეს, 3 ნოემბერს, დილით ბორჯომის დაბა ახალდაბასთან ახლოს, ტრაილერი გადაბრუნდა. მანქანა სამშენებლო მასალით, გაჯით იყო დატვირთული. ადგილობრივების თქმით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ტრაილერის მძღოლი. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცნო დაწესებულებაში გადაიყვანა. შუახნის კაცს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.მომხდარზე ძიება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია